სანამ სიცხეზე იწუწუნებთ, წაიკითხეთ 10 მიზეზი, რატომ უნდა აღმერთებდეთ ზაფხულს

სანამ სიცხეზე იწუწუნებთ, წაიკითხეთ 10 მიზეზი, რატომ უნდა აღმერთებდეთ ზაფხულს

ზაფხული წელიწადის ის დროა, რომელიც 21 ივნისის მზებუდობის მომენტიდან, 23 სექტემბრამდე, ანუ შემოდგომის ბუნიობამდე გრძელდება.

ადამიანურ ენაზე კი ეს არის, გართობის, დასვენების, მოგზაურობისა და დაუვიწყარი შეგრძნებების სამი თვე, რომლის დადგომასაც, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაფაციცებით ელის.

ობიექტურობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ ახარებთ ზაფხულის დადგომა და ამ სამი თვის მანძილზე, 24 საათი, კვირაში 7 დღე, აუტანელ სიცხესა და უჰაერობაზე წუწუნებენ ხოლმე.

თუ თქვენც ამ ადამიანებს შორის ხართ, აუცილებლად განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 10 მიზეზი, რის გამოც ზაფხულს უბრალოდ უნდა აღმერთებდეთ.

თბილი და მზიანი ამინდია

როგორც იქნა დათბა და შეგვიძლია 200-კილოიან ჯემპრებსა და ქურთუკებს გამოვემშვიდობოთ.

სიცივისაგან გამოწვეული დეპრესია და მოღუშული, უღიმღამო გარემოც აღარსადაა. დროა გავერთოთ, დავისვენოთ და გავირუჯოოოთ.

დღე უფრო ხანგრძლივია

ალბათ მოგენატრათ შეგრძნება, როდესაც საათს დახედავ, საღამოს ცხრის ნახევარია, მაგრამ ჯერ კიდევ დღეა და ჰაერში სასიამოვნო მიწის, ბალახებისა და ზაფხულის სასიამოვნო სუნი ტრიალებს.

ასევე, ყურში ჭრიჭინების გაბმული ჭრიჭინი იავნანასავით ჩაგესმით, რომელიც მოდუნებისა და ჩაძინების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი ენერგიით გმუხტავთ და ხვდებით, რომ მთელი სიამოვნება ჯერ კიდევ წინაა.

სკოლის არდადეგებიც მოვიდა

ზაფხულის დადგომასთან ერთად მოვიდა თქვენი თავისუფლების დროც, როცა აღარავინ დაგიფრთხობთ დილის ტკბილ ძილს და საღამოობით მშვიდად უყურებთ საყვარელი შოუს იმდენ სერიას, რამდენიც მოგინდებათ.

შვებულების დროა!

შვებულება დაგეგმეთ? მაშინ თქვენი უფროსის მბრძანებლობა დასასრულს მიუახლოვდა (ჰა ჰა ჰა).

ნუ, მთლად საკუთარ სასტუმროს ვერ გახსნით, მაგრამ მთავარია, რომ ზღვის სანაპიროზე უკვე თავად ხართ ბოსი!

საკვები განსაკუთრებულად გემრიელი და მრავალფეროვანია

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა "დრო ფულია", კარიერული წინსვლისა და საყვარელ საქმეში მაქსიმალური თვითრეალიზებისათვის კი მართლაც უამრავი დრო და ენერგიაა საჭირო, რასაც საკუთარი ნებით ვწირავთ ადამიანურ ურთიერთობებს და თითქოს ამ დროს საკუთარ ნაჭუჭშიც კი ვიკეტებით ხოლმე.

საბედნიეროდ, ზაფხულში ერთადერთი ვალუტა, სწორედ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი სიყვარულია, გამდიდრება კი უფრო მარტივი, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობთ მათ, მით უფრო ბედნიერები და თავდაჯერებულები ვხდებით.

მოგზაურობა და დასვენებაც საჭიროა

ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიყვარულით გულს რომ იჯერებთ და პირველ მილიონსაც იშოვით, მოგზაურობისა და შესაბამისად ახალი, განსხვავებული შთაბეჭდილებების დროც დგება.

უბრალოდ ჩაალაგეთ ზურგჩანთა და გაეშურეთ ნებისმიერი მიმართულებით, სამყარო მზად არის თავისი ახალი საიდუმლოებითა და სილამაზით გაგიმასპინძლდეთ.

გემრიელი და მრავალფეროვანი ზაფხულის საკვები

საზამთრო, სიმინდი, ნესვი, პომიდორი, ალუბალი, ქლიავი — ეს საზაფხულო და თქვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პროდუქტების დაუსრულებელი სიაა, რომელთა მირთმევაც წელიწადის მხოლოდ ამ მონაკვეთშია შესაძლებელი.

როგორც იქნა, სახლს დავალაგებთ

სამსახური მხოლოდ საყვარელი ადამიანების ნახვაში არ გვიშლის ხელს, სახლის მოწესრიგებაც თითქმის შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველა უჯრის გამოსაღებად, იქიდან ნივთების ამოყრისთვის და მათი ორგანიზებისთვის თავზე საყრელი დრო გვაქვს.

ხარა-ხურის ქექვისას შეიძლება ძველი ფოტოც კი იპოვოთ, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს გაგახსენებთ და გაგაბედნიერებთ.

ძალიან, ძალიან ბევრი წიგნი შეგვიძლია წავიკითხო

აი, მთელი წელი რომ აგროვებდით სხვადასხვა ავტორის ძალიან საინტერესო წიგნებს, ახლა ერთბაშად შეგიძლიათ მათი წაკითხვა — რა ჯობია, ხან ლომების პრაიდის ერთ-ერთი წევრი იქნებით და ხანაც, რომელიმე ისტორიულ გმირთან ერთად დაგეგმავთ საომარ სტრატეგიებს.

ვარჯიშიც ნაკლებად გვეზარება

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში სულ ცხელა, ვარჯიში მაინც ნაკლებად გვეზარება, რადგან გვინდა, რომ უკეთ გამოვიყურებოდეთ და ზღვაშიც თამამად შევდგათ პირველი ნაბიჯი.