მილა კუნისმა და ეშტონ კაჩერმა დაშორებაზე მითქმა-მოთქმას უპასუხეს

მილა კუნისმა და ეშტონ კაჩერმა დაშორებაზე მითქმა-მოთქმას უპასუხეს

მას შემდეგ, რაც In Touch Weekly-იმ მილა კუნისისა და ეშტონ კაჩერის დაშორების შესახებ ჟურნალის ყდაზე დიდი ასოებით დაწერა, ამერიკულმა წყვილმა ტაბლოიდს სახალისო ვიდეოთი უპასუხა.

"ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა. შენს გვერდით სული მეხუთებოდა", — ამბობს მილა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სერიოზული ხმით.

"მე გიხუთავდი სულს? მე უბრალოდ მბრძანებლური ვიყავი. არა?" — პასუხობს ეშტონი.

მილა ვიდეოში ხუმრობს, რომ ეშტონის "ბნელ საიდუმლოს" ახადა ფარდა, რის გამოც ბავშვები მისგან მიჰყავს.