პსჟ-ს თავდამსხმელი "ბარსელონაში" დასაბრუნებლად ემზადება. უფრო მეტიც, ის დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე თანახმაა. ამის შესახებ FOX-ი წერს.
"ბარსაში" გადასვლის შემთხვევაში, ბრაზილიელი ფორვარდი წლიური 36-მილიონევროიანი გასამრჯელოს ნაცვლად 22 მილიონს მიიღებს, ანუ რამდენიც პარიზულ კლუბში გადასვლამდე ჰქონდა.
"მალე დავბრუნდები",- ასე მიმართა ბარსას ფეხბურთელებს ნეიმარმა.