გურამ ლორთქიფანიძის „ტელევიზორი“

გურამ ლორთქიფანიძის „ტელევიზორი“

“რაჭა ჩემი სიყვარულის” გადაღებისას, ქალაქ ბრატისლავაში მიმავალმა ქართველმა მსახიობებმა ტელევიზორები წაიღეს გასაყიდად.

ამ “სავაჭრო ოპერაციის” ერთ-ერთი “მონაწილე” გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა:

“პატარა ტელევიზორები გადისო, ვიღაცამ გვითხრა და მე, იპოლიტე ხვიჩიამ და დოდომ ვიყიდეთ. გავდივართ “ტამოჟნიაზე”, გვართმევენ. როგორც იყო გავიტანეთ. დიდი “ბარიგები” ვართ, რა. რამდენიმე დღეში მეუბნება იპოლიტე: არ გადის, ბიჭო, ტელევიზორები, არ ყიდულობენო.

დოდომ და იპოლიტემ დასცხეს იქ ერთმანეთს. შენ რა მსახიობი ხარ, მე ყველა მიცნობს, შენზე მაგარი მსახიობი ვარო.

იპოლიტემ: აბაშიძეები გამყიდვლები ხართ, ხალხს ყიდდითო. შეხედა დოდომ, იპოლიტე სანაპიროზე დგას ტრუსიკ-მაიკით (რას ჰგავდა) და შენისთანას გავყიდიდით, აბა რას ვიზამდითო.

მოკლედ როგორც იყო, გავყიდეთ ის ტელევიზორები და რა ვიყიდეთ – ორი ტრუსიკი, “ადიდასის” მაისური და წამოვედით.

ხომ იცით, მაშინ ჩვენთან რა ხდებოდა. ეხლა ყველაფერია, მაგრამ ფული არ არის”.