„მე და შენ ხვალ ჩამოვიხრჩობთ თავს, თუ გოდო არ მოვიდა!“

„მე და შენ ხვალ ჩამოვიხრჩობთ თავს, თუ გოდო არ მოვიდა!“

ისეთივე უსასრულოა მესამე ძალის მოლოდინი, როგორც ეს სემუელ ბეკეტის აბსურდულ პიესაში „გოდოს მოლოდინშია“. ბეკეტის პერსონაჟებიც ელიან ვიღაცას, მაგრამ არ იციან, მოვა თუ არა ის ვიღაც, ანუ გადამრჩენელი. ამ გადავადებული იმედების რექვიემში საბოლოოდ პიესას ამთავრებენ პესიმისტური სიტყვებით, „მე და შენ ხვალ ჩამოვიხრჩობთ თავს, თუ გოდო არ მოვიდა“.

მოვა თუ არა მესამე ძალა და მოხდება თუ არა ისეთი გარღვევა, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებაში მივიღოთ სულ სხვა ძალა?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. ვინ იფიქრებდა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სამი უდიდესი იმპერია დაიშლებოდა ევროპაში: ავსტრია-უნგრეთის, გერმანიისა და რუსეთის სახით, სადაც მოხდა რევოლუცია.

„უკანასკნელი არჩევნების ანალიზი რას გვკარნახობს და რა დასკვნამდე მივყავართ? რომ ყველა არჩევნებიდან არჩევნებამდე „ოცნებას“ ნოუ-ჰაუები შემოაქვს. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებში, შემდეგ უკვე შუალედურ არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში, განსაკუთრებით, ნოუ-ჰაუ-ს პიკი იყო ზურაბიშვილის მეორე ტური და ბოლოს ლადო კახაძის არჩევნები. დღეს უკვე პრიმიტიულ, მოძველებულ, პროვინციულ პრაქტიკად ითვლება ბიულეტენების ჩაყრა და ნაგვის ყუთებში ასობით ბიულეტენის მოძებნა ოპოზიციის მიერ. ასევე, მოძველებულია ერთ დროს ნაცადი ძველი ხერხი - წინასაარჩევნოდ ბინებში ჩაწერები, როდესაც უცებ ოჯახის მესაკუთრე აღმოაჩენდა, რომ თურმე 15 კაცი ყოფილა მის ბინაში ჩაწერილი. გაყალბებები ხდებოდა შევარდნაძის, სააკაშვილის დროსაც, მაგრამ ეს პრაქტიკა დღეს უკვე გუშინწინდელ დღედ ითვლება, დღეს უკვე თანამედროვე სისტემებია. მხოლოდ ერთი მეთოდიღა შემორჩა - მოსყიდვები, რაც უფრო მასშტაბურია და რის გამოც ევროპამ პირი დააღო, 600 ათასი კაცის მოსყიდვა არც გვინახავს და არც წარმოგვიდგენიაო. ამის პასუხად ირაკლი კობახიძემ მევალეებისთვის ვალების განულების ბავშვური არგუმენტები მოიტანა, ჩვენ ადრე ვამბობდით ამას, მერე „ნაცებმა“ წაგვართვეს იდეა და მათ ჯინაზე მოვიქეცით ასეო. ასეთ პირობებში რაღაც უნდა შეიცვალოს და თეორიულად მესამე ძალის შემოსვლაც შესაძლებელია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იქნება, მესამე ცენტრი არ შეიქმნას და, თუ მაინც შექიმნება, შიგნით შეიყვანოს თავისი აგენტები, რათა მესამე ცენტრი შიგნიდან გახეთქოს ან არჩევნებამდე, ან არჩევნების შემდეგ და პარლამენტის შიგნით ვერ მოგვევლინოს მესამე ცენტრი სერიოზულ ფრაქციებად.

„მთაწმინდაზე ვცხოვრობ პირველ სართულზე და, წესით, ყურთასმენა არ უნდა მქონოდა, ფანჯრები უნდა ჩამეკეტა ოპოზიციის აქტიურობის გამო. ამ დროს საერთოდ არ გამიგია მათი ხმა. ორჯერ იყო ჩემს ქუჩაზე მოსული ლადო კახაძე. ოპოზიციიდან ყველა განუდგა შავგულიძეს. თუ ასე წავიდა საქმე, რა თქმა უნდა, 2020 წელს „ქართული ოცნება“ წარმატებას მიაღწევს და მერე ეს დაიბრალოს ოპოზიციამ შეუქმნელი, ჩამოუყალიბებელი, უსისტემო ოპოზიციის გამო. პირველი ცენტრია „ქართული ოცნება“, მეორე ცენტრია „ნაცმოძრაობა“, ძველი ვარიანტით და ყველა იმ ხალხით, ვინც „ნაცებთან“ იყო 2008 წლისთვის, როცა მათ ჩააბარეს რუსეთს საქართველო. ამაში ვგულისხობ „ევროპულ საქართველოს“, ისინი მაინც ერთად აღიქმებიან, ამ დღეებში ოქრუაშვილმაც შექმნა პარტია, ესეც მეორე ცენტრის ნაწილი იქნება და ოქრუაშვილიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია, ამიტომ არც მასთან არ შეიძლება შეკვრა. მესამე ცენტრი კი არც „ქართულ ოცნებასთან“ არ უნდა იყოს ასოცირებული და არც „ნაცმოძრაობასთან“, მაგრამ მისი შექმნა გაჭირდება“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

 

Serapina ოცნება, რაც აქამდე გისაყვედურა ხალხმა,მათ შორის განსაკუთრებულად მე გაკრიტიკებდით აქ... ხომ არ გაიგონე? შედეგიც, ხომ ნახეთ?!

ახლა, გახარიამ გადადგეს კი არა... რასაც დაგვპირდა, რომ ყველას პასუხს მოთხოვდა, ის შესარულოს!!!
ნუ, სანდრას გაოცებასაც ეშველება, თუ ვინდე ეტყვის რომ მაგ რეზინის ტყვიების საქართველოში შემოტანა,სააკშვილის ინიციატივა იყო(დოკუმენტაციაც იყო ამ თემაზე მაშინ...სტუდია მონიტორის(?) ...ისე როგორც მთელი რიგი რეგულაციები, რომელთა აუცილობლობასაც ნაციონალები იმიტომ ხედავდნენ, რომ გახშირებული ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები დისკომფორტს უქმნიდნენ მაშინ ...
ნაციონალებო, ახლა,არ მოგწონთ,თქვენს მიერ თავზე წამომხობილი კონსტიტუცია?... რომლის ჭრა-კერვა თქვენს სასარგებლოდ გაწყობდათ....ხოლო, მათი რეალობაში გამოყენებამ, როცა თქვენ ძალაუფლების გარეშე დარჩით, ცუდ გუნებაზე დაგაყენათ?!
გილოცავთ, სააკაშვილი სწორ" გზას დაადგა"...

გახარია, იყავი სიტყვის კაცი!
ყველანი ციხეში, ვინც სახელმწიფოს ამდენი შიგა და საერთაშორისო ზიანი მოუტანა!
4 კვირის უკან
Serapina კარგად დააკვირდით ყოველ წინადადებას,რომელიც სარიშვილმა თქვა მიტინგზე. კარგად დააკვირდით.
ე.ი. ამ ქაჯს, არც მაშინ ჰქონია პრეტენზია, როცა ნაცმოძრაობა მიტინგების დაშლის რეგულაციებს ტანზე ირგებდა… ფიქრობდა რა, რომ ხელისუფლებაში დიდ ხანს იქნებოდა...
... და არცერთ ნაციონალს,პარლამენტში მოკლათებულს, ერთი პრეტენზია არ გამოუთვამთ ამდენი წელია ამ რეგულაციებზე... არც, ტყვიების სახეობებზე უსაუბრიათ აქამდე.... და ახლა, გახდა ყველა გენიოსინ და ექსპერტი?!
კარგად შეხედეთ სარიშვილის წარსულს და იმასაც,თუ ვის გვერდით დგას ის ახლა და…. რა, რუსების მოწინააღმდეგებიც არიან ესენი, ისიც კარგად ჩანს...
ნაციონალები, გამიზნულად უშლიან ხელს საქართველოს განვითარებას და წინსვლას... და ეს, რომ რუსეთის ოცნებაა, ესეც ყველამ ვიცით.
p.s. ისე, ყოჩაღ ოცნებასაც, თალაკვაძე რომ სანთლით ეძება და იპოვა!
4 კვირის უკან