ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ეშტონ კატჩერმა, ყოფილ მეუღლესთან დემი მურთან ერთად 2009 წელს ორგანიზაცია DNA Foundation, ცნობილი როგორც Thron: Digital Defenders of Children ჩამოაყალიბა, რომელიც არსებული მონაცემებით 6 ათას ბავშვს დაეხმარა ტრეფიკინგისგან თავის დაღწევაში.
"მე ვნახე ვიდეო მტკიცებულებები, ქალები და პატარა ბავშვები, რომლებიც ჩემი პატარა გოგონას ასაკისანი არიან და გული მეტკინა, ადამიანები ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, ქვეყანაში ტურისტად ჩამოსული მამაკაცების მიერ, ვიდეო კი რომელშიც 7 წლის გოგონა ფიგურირებდა წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ბინძურ საიტებზე. უსახლკაროთა დამცველმა დეპარტამენტმა ჩვენ გვთხოვდა დახმარება, კონკრეტული პიროვნებები გვეპოვნა, მაგრამ რატომ ჩვენ? ეს ორგანიზაცია ხომ ჩემი, მსახიობის ჩამოყალიბებულია, რატომ უნდა მივიდეს საქმე იქამდე რომ დახმარება ჩემთვის, უბრალო მსახიობისათვის სათხოვნელი გახდეს?"