არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დიეგო მარადონა მასთან ალცჰაიმერის დაავადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ეს ტყუილია, ყველა ტყუის. ალცჰაიმერის დაავადებაზე საუბრობენ და არც კი იციან, თუ რა არის ეს. ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანები კვდებიან, მე კი სიკვდილს არ ვაპირებ“, - განაცხადა მარადონამ Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში.
14 ივნისს მარადონამ მექსიკული „დორადოსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დატოვა. მას მხარსა და მუხლზე ოპერაციები სჭირდება. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარადონას ალცჰაიმერის დაავადება აღმოუჩინეს.