ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე, რომელიც „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, ინდიანაპოლისში ჩავიდა. დრაფტზე აყვანილი 19 წლის ქართველი ცენტრი ნიუ იორკიდან ინდიანაპოლისში კერძო თვითმფრინავით გადააფრინეს.
მას 19-ნომრიანი მაისურა გადასცეს. გაიმართა პრესკონფერენციაც.
მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ილაპარაკა.
"ჩვენ გვქონდა ომი 2008 წელს რუსეთთან, მას შემდეგ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია, ეს ძალიან მძიმე გასახსენებელია ჩემთვის. იმ დროს პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა ვიხსენებ ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, თუმცა ვთვლი, რომ ეს მძიმე პერიოდი დაგვეხმარა იმაში, რომ ერთმანეთთან დავახლოვებულიყავით - მას შემდეგ, უფრო ძლიერები ვართ, ამით ვამაყობ,"- თქვა ბითაძემ.