„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს“

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს“

გადადგეს გიორგი გახარია! – ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. თავად გახარიამ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225–ე მუხლით დაიწყო და აცხადებს, რომ ყველა კანონდამრღვევის წინააღმდეგ გატარდება სამართლებრივი ზომები. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა დააკავოს ოპოზიციონერი ლიდერები.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

კობახიძექუცნაშვილი პარლამენტიდან წავიდნენ, მაგრამ საპროტესტო აქცია გრძელდება და უკვე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებასთან გაჯიუტება ღირდა იმად, რომ ასეთი პროცესები მიგვეღო?

რამაზ საყვარელიძე: რა თქმა უნდა, - არა. გაგახსენებთ, როგორ დაიწყო ზაზა სარალიძის ამბავი. ძალიან გაქვს ეს მოვლენები ერთმანეთს. გენერალური პროკურორი გადადგა, თქვა, რომ რაღაცა ჩემი შეცდომა ალბათ არისო. თავად არ თვლიდა, რომ განზრახული შეცდომა დაუშვა, მაგრამ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თუ მისმა უწყებამ შეცდომა დაუშვა, ის არის დამნაშავე. სულ ტაში უკრეს შოთაძეს. ამათ არ შეეძლოთ ვაჟკაცურად მოქცეულიყვნენ?

პარლანეტის თავმჯდომარემ არასერიოზულად შეაფასა მისი გადაყენების მოთხოვნა, ისევე როგორც ქუცნაშვილმა...

– რა გითხრათ. ჩინური წყევლა არის – „საინტერესო დროში გაცხოვროს ღმერთმაო“. არის კიდევ ქართული წყევლა – ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ გყავდეს და ოპოზიცაში „ნაციონალური მოძრაობაო“. ანუ, ორივე უკიდურესობა თავთავიანთი ხარვეზებით არის დატვირთული. ხარვეზიც რბილი სიტყვაა. „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ყველაზე მძიმე საქმე არის ის, რომ შეცდომებს ადვილად უშვებენ და მერე ამ შეცდომებეზე პასუხისმგებლობაც არ უნდათ. გახსოვთ კვირიკაშვილი რამდენი ხანი ჭიდაობდა, არ უნდოდა წავლა. ეს ვითარება არის ახლაც.

კობახიძე წავიდა, მაგრამ აქციის დარბევის შემდეგ რა პოლიტიკური დატვირთვა აქვს ამ ცვლილებას? კეთდება ასეთი შეფასებაც, რომ ხელისუფლება, რომელიც ძალას გამოიყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ის ხელისუფლება დასრულებულია...

– საფრანგეთში ყვითელი ჟილეტების მოძრაობა რამდენი ხანია მიმდინარეობს? ძალას იყენებს ფრანგული ხელისუფლება, მაგრამ არ ითვლება, რომ პროცესები დასრულებულია. ფორმულას ავიღებთ და მერე იმას მივყვებით. გააჩნია რომელ მხარეს არის სიმართლე. გუშინ ხელისუფლებას ძალა რომ არ გამოეყენებინა, „ნაციონალური მოძრაობა“ შედიოდა პარლამენტში და იმეორებდა 2003 წელს, ეს იყო მიზეზი. 2003 წლის განმეორება ნიშნავდა ერთ რამეს – 2003 წელს მიშა სააკაშვილი პოპულარული მაინც იყო და უბარლოდ წინ გაასწრო მოვლენებს, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ისეთი პოპულარული, რომ მას ძალა–უფლება გადაეცეს საჩუქრად. ეს ნიშნავს, რომ ძალა–უფლება ჩვენს სახელმწიფოში მოვიდოდა უკვე გადატრიალების შედეგად, „ნაციონალური მოძარაობის“ სახით. ეს უკვე ევროპა არ არის, როდესაც გადატრიალებით ცვლი ხელისუფლებას. ხელისუფლების ცვლილებისთვის არსებობს არჩევნები.

ნაციონალური მოძრაობისთვისრამდენად მისაღებია დღეს რიგგარეშე არჩევნები?

– „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ უნდა რევოლუციებით და გადატრიალებებით სიარული. რევოლუციისთვის საჭიროა მსხვერპლი. თავის დროზე ორი „ტრუპი“ უნდოდა მერაბიშვილს, მერე სააკაშვილს ფეხმძიმე ქალები, რომ მიტინგის დარბევის დროს დიდი ტრაგედია მომხადარიყო. ახლაც მსხვერლი უნდათ, რატომ? იმიტომ, რომ მსხვერპლის გულშემატკივარი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ისევე როგორც სარალიძის გულშემატკივრები გამოვიდნენ ქუჩაში.

სცადა სარალიძის უბედურების გამოყენება „ნაციონალურმა მოძრაობამ“? – სცადა. ასე რომ, „ნაციონალებს“ უბედურება სჭირდებათ იმისთვის, რომ ხალხი შეკრიბოს. ასეთი ოპონენტი ჰყავს ამ ხელისუფლებას. ეს ქართული პრობლემაა ზოგადად, ოღონდ იმდენი ტვინი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას გათვალოს, რომ ოპონენტი ასეთია.

ის რაც პარლამენტის შენობის წინ მოხდა, არის იმის შედეგი, რომ თითქმის ყველა არჩევნების წინ კეთდება განცხადება, რომ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება? გაავრცელეს სატელეფონო ჩანაწერები, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გაბედა ამ ადამიანების წინააღმდეგ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე და სამართლიანად გაკეთდა განცხადება, რომ ხელისუფლების განცხადება იყო ბლეფი...

– რა თქმა უნდა, მთლიანად ხელისუფლების ბრალია მთელი ეს ხაზი, თავისი კოჰაბიტაციით. უბარლოდ, ახლა უბრუნდება თავისი შეცდომები. როგორც კობახიძეს დაუბრუნდა თავისი შეცდომა, ისე მთელ ამ ხელისუფლებას უბრუნდება თავისი შეცდომა.

ამ ვითარებაში რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი?

– არ შეიძლება ამ ემოციურ ფონზე არჩევნები, როგორც წესი, არჩევნები ტარდება იმიტომ, რომ რაციონალური იყოს ამომრჩეველი. ამ ფონზე ამომრჩეველი რაციონალურუი ვერ იქნება და მიიღებს ისევ ემოციებისგან დეფორმირებულ სურათს, არც ისე არ გვაკლია ემოციურობა საარჩევნო პროცესში. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნება შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს.

ოპოზიციის ლიდერებინიკა მელია, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაეკავებინათ პარლამენტის შენობა. შსს გამოკითხვაზე დაიბარა ისინი, თუმცა არ აპირებენ უწყებაში მისვლას. დანაშაული სახეზეა, მაგრამ შს სამინისტრო ვერ ბედავას მათ პასუხისგებაში მიცემას. როგორ ფიქრობთ, ეყოფათ გამბედაობა, რომ ლიდერების წონააღმდეგ გამოყენებული იქნას სამართლებრივი ზომები?

– არ მაქვს მოლოდი იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ აქვს ჭკუა. გაბედულება კიდევ სხვა რამეა, გაბედულება ხანდახან მშიშარასაც აქვს, თუკი კედელთან მიაყენებ. გვყავს ჩვენ ასეთი მშიშარა გაბედული პოლიტიკოსი, მაგრამ როდესაც ხელისუფლება იმდენს ვერ გათვლის, რომ არ უნდა მოიწვიო საპარლამენტო ასამბლეა, რომლის თავმჯომარე რუსია, იმიტომ, რომ ის რუსი რაღაცას ეცდება იხიმანდროს, იმიტომ, რომ რუსების მეხუთე კოლონა გვყავს ერთ–ერთი პარტიის სახით, მათი ინტერესები ერთმანეთს გაამყარებს და ა.შ. ამის გათვლა დიდი სირთულეა? ჟურნალისტები ითვლით და სპეცსამსახურები რას აკეთებენ, თუ ამას არ ითვლიან? თუ ითვლიან და პოლიტიკოსები არ უჯერებენ, მაშინ პოლიტიკოსებს არ ჰყოფნით ჭკუა. რა მნიშვნელობა აქვს, ვის არ აქვს ჭკუა.