ფრედი მერკურის დაკარგული სიმღერის ჩანაწერის პრემიერა დაახლოებით ერთი საათის წინ BBC-ის რადიოში შედგა. მას ათწლეულები ეძებდნენ.
Time Waits For No One სიმღერის სახელია და ის 1986 წლის მიუზიკლის, Time-ის საუნდტრეკად დაწერეს.
ახლად აღმოჩენილ ჩანაწერში ფრედის ხმა სუფთად ისმის, ვიდეო კი მაღალი ხარისხისაა.
სიმღერა 1960 წელს კომპოზიტორმა დეივ კლარკმა დაწერა. "ფრედი სიმღერის ყველა სიტყვას გრძნობდა", — ამბობს ის და დასძენს, რომ ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც ჩანაწერი Queen-ის სოლისტის შესრულებით პირველად მოისმინა.