მესი:

მესი: "არგენტინის ჯგუფში ჩარჩენა სიგიჟე იქნება "

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ პარაგვაისთან (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ „ალბისელესტე“ ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს.

„ვხედავ, რომ გუნდი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და მომდევნო თამაშს მოვიგებთ. სიმართლე გითხრათ, იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ახლა ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს რთული იქნებოდა.

სიგიჟე იქნება არგენტინა ჯგუფიდან რომ ვერ გავიდეს, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამას შევძლებთ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკაზე არგენტინას ორი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს, ხოლო ბოლო ტურში ყატარს დაუპირისპირდება.