ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ლუის ენრიკემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. „ფურია როხას“ თავკაცის პოსტზე ენრიკეს მისივე ასისტენტი რობერტ მორენო შეცვლის, რომელიც ენრიკეს არყოფნაში ეროვნულ გუნდს უკანასკნელ მატჩებში ხელმძღვანელობდა.
41 წლის მორენო ლუის ენრიკეს ასისტენტად „რომაში“, „სელტაში“ და „ბარსელონაში“ მუშაობდა, დამოუკიდებლად კი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არასოდეს უმუშავია.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში ოთხი მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრები 12 ქულით ლიდერია.