ბრედლი კუპერი ირინა შეიკის აპარტამენტისაკენ მიმავალი დააფიქსირეს.
როგორც იცით, წყვილის ოთხწლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ირინა სამოდელო კარიერას დაუბრუნდა და დაძაბულ სასიყვარულო ურთიერთობას გაერიდა.
მოდელი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ბრედლის ირინასთან მისვლის მიზეზი შესაძლოა მათი საერთო შვილი ლეა გახდა, თუმცა ტაბლოიდებს თუ დავუჯერებთ არაა გამორიცხული ბრედლი მასთან ურთიერთობის აღდგენასაც კი ცდილობდეს.