კახა ცხადაძე:

კახა ცხადაძე: "ტორპედო" პატივისცემას იმსახურებს"

ყაზახური „ორდაბასის“ ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ევროპა ლიგის წილისყრა შეაფასა და ქუთაისის „ტორპედოს“ შესახებ ისაუბრა.

ქართველი სპეციალისტის შეფასებით, „ტორპედო“ ძლიერი გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში საქართველოში ყველაფერი მოიგო და პატივისცემას იმსახურებს.

„კარგად ვიცით, რომ „ტორპედომ“ საქართველოში ყველა ტიტული მოიგო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს ძლიერი გუნდია, მისდამი დიდი პატივისცემა გვაქვს, ჩვენი მეტოქე ახალგაზრდული და ძლიერი გუნდია. გუნდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა, მოიგო თასი და სუპერთასი, ხოლო შარშან მეორე ადგილზე გავიდა საქართველოს ჩემპიონატში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეტოქეს დიდი პატივს ვცემთ, მაგრამ ახლა ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, რადგან წინ რთული მატჩები გველოდება. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია“, - ციტირებს ცხადაძის სიტყვებს ყაზახური გუნდის ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ „ორდაბასი“ – „ტორპედოს“ დაპირისპირება 11 და 18 ივლისს შედგება, ხოლო პირველი თამაში ყაზახეთში გაიმართება.