საფეხბურთო კლუბ „რომას“ მფლობელი ჯეიმს პალოტა უკმაყოფილოა კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელისა და ყოფილი ტექნიკური დირექტორის ფრანჩესკო ტოტის განცხადებებით. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
მისი ინფორმაციით, პალოტა აპირებს, კლუბის ყოფილ კაპიტანს სასამართლოში უჩივლოს, ვინაიდან თვლის, რომ ტოტის კრიტიკამ გუნდის იმიჯი დააზარალა.
17 ივნისს ტოტიმ პრესკონფერენციაზე განახცადა, რომ კლუბში გატარებული 30 წლის შემდეგ ტექნიკური დირექტორის თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. მან ასევე გააკრიტიკა კლუბის მფლობელები და კონსულტანტი ფრანკო ბალდინი, რომელიც ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე ტოტის დანიშვნამდე მუშაობდა.