მიშელ პლატინი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

მიშელ პლატინი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტ, მიშელ პლატინის გამოკითხვა დასრულდა. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოძიება ეჭვობს, რომ პლატინიმ კორუფციული გარიგებებით, გავლენა მოახდინა FIFA-ს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას ეხება.

ამ საქმეზე გამოძიება კენჭისყრის შედეგების სავარაუდო გაყალბების ფარგლებში მიმდინარეობს. საქმეში ფიგურირებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილი  მინისტრი კლოდ გეანი.

ექსმაღალჩინოსნები მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

მიშელ პლატინი UEFA-ს 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა