ლევან ვასაძემ კომბლების რევოლუცია გადაიფიქრა. მას შემდეგ, რაც შს სამინისტრომ ვასაძის ფორმირებებზე გამოძიება დაიწყო, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს, რადგან ენდობა შს სამინისტროს.
თუმცა მანამდე მისი ტონი კატეგორიულად ჟღერდა: „ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, მაგ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პასუხს, ეს კომბალი არ მოხვდეს არც ერთ გარყვნილ ადამიანს, არც ერთ ქათამს, არც ერთ თხას. ჩვენ თავს არ გაგალახინებთ, ძმაო, ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას“.
კომბლების რევოლუცია არა, მაგრამ ახდა მისი გარემოცვიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომ ლევან ვასაძე ივნისის თვეში უნდა გააქტიურებულიყო.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტალღაც გადაივლის და მთელი ეს ამბავიც ჩაცხრება. For.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
სამშობლოსთვის შეფიცულები, ნამდვილ მამაკაცთა კრება, - ასეთი ეპითეტები ისმოდა ლევან ვასაძის გააქტიურების კვალდაკვალ ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ. რა პერსპექტივა ექნება ვასაძეს 2020 წლისთვის?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ ემოციურ მუხტს ატარებს, ლგბტ თემა საკმაოდ სენსიტიურია და რაღაც აფექტს, ემოციების ზღვარს ჩვენს საზოგადოებაში იწვევს, მაგრამ შეუძლებელია ეს ყველაფერი პოლიტიკის საგნად იქცეს. ეს საკითხი პოლიტიკის რანგში თუ გადავა და სერიოზულ თემად იქცევა, მაშინ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა. იმედია, ასე არ მოხდება. თანდათანობით ეს ტალღაც გადაივლის, ემოციური ფონი, ლეგიონი და მთელი ეს ამბები ჩაცხრება. ლევან ვასაძის პოლიტიკაში სერიოზულ გამოჩენას მე არ ველი. რომც გამოჩნდეს, შანსი არ ექნება და ეს უკვე იქიდანაც ჩანს, რაც მან ამ დღეებში გააკეთა. არავითარი რეალური პერსპექტივა მის ძალას არ ექნება.
მაგრამ ამ ადამიანმა მოახერხა ვერის პარკში მამაკაცების მობილიზება, მას შეუერთდა პარლამენტარი ემზარ კვიციანი და წარსულის წლები გაიხსენა, როცა ბატალიონ „მონადირის“ აქტიურობის პერიოდში მსგავსი ფიცი დადო და ამ ფიცისთვის არ უღალატია.
- ესეც ღრმად არასერიოზულია. ამას შედეგი არ ექნება.
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ქვეყანაში ბევრ ადამიანს აქვს ლევან ვასაძის მსგავსი განწყობა, ამ დღეებში ხშირად ახსენებენ ალენ დალესის დოქტრინას, რაც ფასეულობების გაყალბებას, ახალგაზრდობის გარყვნას, პატიოსნებისა და წესიერების წარსულის გადმონაშთად გადაქცევას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ლევან ვასაძე ამ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფსაც ვერ აიყოლიებს? თუნდაც მრევლი მას არ გაყვება?
- ეს არ მივა რეალურ პოლიტიკურ მოქმედებამდე და იმ ძალების სოციალურ კონსოლიდაციამდე, რომლებსაც პოლიტიკური მიზნები ექნებათ, რადგან ეს სრულიად ირაციონალური ცდაა და არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ინტერესებთან. პოლიტიკური განზომილება ამ საკითხს არ აქვს. ეს რომ პოლიტიკურ პროგრამად აქციონ, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან ბრძოლა პოლიტიკურ მიზნად გამოაცხადო?! ეს ხომ არასერიოზულია?!
მათ იმედი აქვთ, რომ მსოფლიოშიც იმძლავრებენ პატრიოტები. მიგრანტების მოძალებამ, ლგბტ-ეების გააქტიურებამ მთელ მსოფლიოში მართლაც გაზარდა ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოყვანის სურვილი.
- ეს სხვა შემთხვევაა, რადგან მსოფლიოს პატრიოტულ ძალებს განსხვავებული პოლიტიკური დისკურსი შემოაქვთ. ამ დისკურსის ნაწილი შეიძლება იყოს სექსუალური თემაც, მაგრამ ამ თემის გარშემო პოლიტიკური ორგანიზმის შექმნა ძნელი წარმოსადგენია. თავის დროზე ფაშისტებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ უფრო რადიკალური პროგრამებიც ჰქონდათ, მაგრამ ძალიან დიდი კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ მსგავსი ძალები პოლიტიკაში რეალური შედეგებით მოვიდნენ. ეს იქნება ქვეყნის დიდი უბედურება.
სხვათა შორის, თინა ხიდაშელმაც ფაშისტური ნარატივი ახსენა.
- რა თქმა უნდა, ყველას თავისებური ემოციური მიმართება აქვს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან, მაგრამ როგორც კი ეს პოლიტიკაში გადადის და იწყება ნადირობა კუდიანებზე, როცა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების დევნა პოლიტიკურ მიზნად ცხადდება, ეს უკავშირდება ფაშიზმს. თუმცა ფაშიზმს უფრო დახვეწილი და შორსმიმავალი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა - გერმანელი ერის მსოფლიო ბატონობა. ის, რაც საქართველოში ხდება, ფაშიზმიც არ არის, ეს ღრმად არასერიოზულია. 2020-ზე გათვლაც არარეალისტურია, რადგან ეს თემა ჩაწყნარდება. მეორე მხრივაც რომ დავფიქრდეთ, ლგბტ-ეები და მათი დაცვა ყურით მოთრეული საკითხია, არავითარი ლგბტ თემი საქართველოში არ არსებობს. თემი მექანიკურ ერთობა არ არის, ეს არის სოციალური ორგანიზმი, რომელიც ორგანიზებული ძალაა და შეუძლია, საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა. ასეთი რამ საქართველოში არ არის, უბრალოდ, არასამთავრობო სექტორში არის რაღაც სეგმენტი, რომელიც უცხოურ გრანტს გამოეკიდა და ვითომ ლგბტ-ეების უფლებებს იცავს. რეალურად, შეუძლებელია მათი უფლებების დაცვა, რაც არ არსებობს, ლგბტ თემი არ არსებობს. ცხადია, არსებობს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, მაგრამ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს მათ აქცენტირებული ინტერესები აქვთ, რეალობისგან ძალიან შორსაა. ამაზე ლევან ვასაძისეული რეაქციის გამოხატვა ყველაფერს სცდება, ეს ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია.
ხომ შეიძლება ვასაძემ და მისმა მომხრეებმა დაიწყონ ლგბტ თემით, მაგრამ პოლიტიკაში შემოსვლა გააგრძელონ სხვა სერიოზული თემებით? იქნებ, ზნეობრივი საკითხების წინ წამოწევა ჩვენს საზოგადოებას იზიდავს?
- ზნეობის ასე გამარტივება, ბოდიში და, პედერასტებთან ომამდე დაყვანა, სწორედ ზნეობის დისკრედიტაციაა. ეს ღირებულებების გავულგარულებაა. მით უმეტეს, ქართული ღირებულებები მნიშვნელოვანია. ქამრებით შევკრავ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს, ეს ხომ ზნეობრივი ნორმების დისკრედიტაციაა. გარდა ამისა, გაისმა მუქარა, პოლიციას განვაიარაღებთ და წესრიგს ჩვენ დავამყარებთო. ეს ჯერ კიდევ დასრულებული დანაშაული არ იყო, თუმცა ამას პრევენცია სჭირდებოდა, რათა მუქარიდან ქმედებებზე არ გადასულიყვნენ.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოყვანით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.
- ეს შეთქმულების თეორიაა, რომლისაც არ მჯერა. რაში უნდა აინტერესებდეს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ისტერიკა? შესაძლოა, ვიღაცას რაღაც საკითხებისგან ყურადღების გადატანა სურდეს, მაგრამ არა მგონია, ეს მეთოდი ბიძინა ივანიშვილს გამოადგეს. ვასაძის რუსულ კავშირებზე საუბარიც შეთქმულების თეორია მგონია, არ არის ისე, თითქოს ლევან ვასაძე რუსეთის ხელი ან თავია საქართველოში. რუსეთს თავისი პოლიტიკის განხორციელებისთვის გაცილებით მძლავრი ინსტრუმენტები აქვს, ვიდრე ვასაძეა. მას არაფერში სჭირდება საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა, რადგან მუშაობს „ტაპორით“. როცა რუსეთს რაღაც დასჭირდება, პირდაპირ იმას იზამს, რაც აგვისტოს ომში გააკეთა. რაში სჭირდება რუსეთს ვასაძესა და ასეთ სიგიჟეებში ფულის ყრა, ეს ხომ არარაციონალურია? რაც შეეხება „მხედრიონთან“ პარალელს, „მხედრიონი“ კიდევ სხვა რამე იყო, ის იყო ნახევრად კრიმინალური წარმონაქმნი, მასში შეიმჩნეოდა კრიმინალური რომანტიკაც, გადაჯაჭვული პატრიოტულ, ჭეშმარიტ რომანტიკასთან, მაგრამ ლევან ვასაძის თანამოაზრეები კრიმინალები არ არიან. ესენი არიან დაბნეული ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, ჰომოფობია პოლიტიკურ დროშად უნდა აქციონ, რაც არასერიოზულია. არ ვამბობ, რომ ეს საშიშია, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს.
მათ ვერის პარკში ბევრი ხალხი შეაგროვეს.
- არც ისე, რა გითხრათ... მე ამაში ვერ ვხედავ მომავლის განვითარების პროცესებს, უბრალოდ, ხანდახან შეიკრიბებიან, პუბლიკას გაამხიარულებენ, ზოგჯერ შეიძლება მათი ქმედება საშიშიც აღმოჩნდეს, როგორც ის შემთხვევა, ტაბურეტებით რომ გარბოდნენ.
აქციაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც, ეს საპატრიარქოს თანადგომას ნიშნავს?
- საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ეს არ არის. ეს არის მხოლოდ ცალკეულ სასულიერო პირთა პოზიცია. საპატრიარქოს პოზიციაა, რომ სექსუალური გადახრები მიუღებელია, ეს რწმენის ამბავია და საპატრიარქოს ასე სჯერა, მაგრამ ამის წინააღმდეგ რომ ქამრებით ვიბრძოლოთ, ეს საპატრიარქოს პოზიცია ვერასდროს იქნება. საპატრიარქო ძალადობას გაემიჯნება. მით უმეტეს, ორგანიზებული სახით ლგბტ საზოგადოება საქართველოში არ არსებობს. არსებობს ორი ათეული ადამიანი, არასამთავრობო, რომელიც ელემენტარულად ამით პურს ჭამს.
მაინც მეჩვენება, ლევან ვასაძე იწყებს ლგბტ თემით და მერე შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი თემებით გააგრძელოს.
- არ ვიცი, ესეც ვნახოთ, თორემ თუ ლევან ვასაძეს მხოლოდ ის მოწოდება ექნება, ლეგიონს შევქმნი, რომ პედერასტები ქამრებით დავიჭიროო, ეს საკმარისი არ იქნება.
რა პოლიტიკურ მიზნებზე ლაპარაკობთ ჩემო ბატონო? გააჩერეთ, მოგვაცილეთ ეს გადაგვარებულები - ლგბტ. რის პარადს და პრაიდს გვიმართავენ , რა უნდათ? როდის მიუვარდით მაგათ ბინაში და შევუშალეთ მათი დაცემული ცხოვრებით ცხოვრება?! აქეთ მოდიან რქებით, აქეთ ძალადობენ, აქეთ გვაყენებენ შეურაცხყოფას ყველა ფეხის ნაბიჯზე, აბჩად იგდებენ ჩვენს ქართულ ფასეულობებს, დააკნინეს ვაჟკაცობის და დედობის ცნებები, საქართველოს ისტორიას აფურთხებენ, ჩვენი რელიგია ბნელეთად გამოაცხადეს და დღე და ღამ პატრიარქს ლანძღავენ! არ მეგონა, თქვენგან არ ველოდი ამ საშინელი პრობლემის ასე "გაპუსტიაკებას" გაუბრალოვებას?! ჩემი აზრი ალბათ დიდად არ გაინტერესებთ, მაგრამ გეტყვი წამიხდა თქვენზე წარმოდგენა!
გუშინ, ვიღაც ქალმა ტელევიზიით უთხრა ვიღაც ყ--ზე მკიდიხარო.ლესბოსელი და ტელევარსკვლავი ყოფილა,ასე დავასკვენი... აგერ, ნატა ფერაძე მალე ზრდილობის ლექციებს წაიკითხავს მედიასაშუალებებით...
ჩემი თინეიჯერობა გამახსენდა,90-იანების შუა პერიოდი...
გიგა ბოკერია რომ გურამ შარაძეს მიკროფონს პირში ჩრიდა... რას ჰქვია იოღოველებს ავიწროებთ და გამოხატვისს თავისუფლებას უზღუდავთო. უმცირესობების უფლებები დაიცავითო...
(ოპოზიციამ ხალხის მობილიზება ვერ შეძლო, რომ არეულობა გამოიწვიონ და ის შლეგი, ისევ საქართველოში ჩამოათრიონ....)
90-იანების შუა პერიოდიდან დღემდე, დიდი მანძილი არ გაგვივლია როგორც ხედავთ.
შარაძეს სხვამ მხრივ აღიქვამდნენ სასიშროებად და ამიტომაც გაანადგურეს ოჯახი თორემ...
რაც მეტი ქართველი გავარდება ახლა ქუჩაში, გულზე მჯიღის ცემით, მით მეტ ფულს მიიღებენ ბოკერ ი ა-ჩერგოლეიშვილებისნაირები.
აქ კიდევ, ჭრაქი და გამოქვაბულიო...
:
შეიკრიბნენ კ ა ც ე ბ ი , გამოვიდნენ და თქვეს - არ ჩაგატარებინებთ საქართველოში უზნეობის ფესტივალებსო!!!
გამოვიდნენ არაკაცები, არაქალები, ნამუსზე ხელაღებული და "თავისუფლება ფუჩუს!!!"- ლოზუნგიანი მეძავები და მეორე უძველესი პროფესიის წარმომადგენელთა ხელით, ყოველი მხრიდან ქვები დაუშინეს ამ კაცებს!..
აი, ეს მოხდა...
*
"ლევან ვასაძემ კომბლების რევოლუცია გადაიფიქრა. მას შემდეგ, რაც შს სამინისტრომ ვასაძის ფორმირებებზე გამოძიება დაიწყო, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს, რადგან ენდობა შს სამინისტროს." -- ესეც ერთ-ერთი ასეთი ქვაა: ლევან ვასაძეს შეეშინდა და ეგრევე მოკურცხლაო!
ავტორს არ ადარდებს, რომ ლოგიკის ნატამალი არ არის მის წინადადებაში: გამოძიება რომ დაიწყო შსს-მ, იმიტომ გამოუცხადა ნ დ ო ბ ა და გააუქმა პატრულირება ვასაძემ?
ავტორი ეშმაკობს (ანუ, ეშმაკის საქმეს აკეთებს) და შეგნებულად გამოტოვა მთავარი ფაქტი: შსს-მ მიიღო ამ რთულ სიტუაციაში ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ არ დაიცავს გეი-აღლუმს (ანუ - არ ჩატარდებაო!). აი, ამის შემდეგ გამოაცხადა ვასაძემ, რომ მათი მისია დამთავრებულია და ბრუნდებიან სახლებში. (მაგრამ ვინარჩუნებთ კავშირს და თუ დაპირება არ შესრულდება, ისევ გამოვალთო!).
არის განსხვავება?!
ხომ არის აქედან ნათელი, რომ არავითარ რევოლუციას არ აპირებდა არავინ?!
ხომ არის ცხადი, რომ არავინ უცხადებს ომს სექსუალურ უმცირესობას (რომელიც ცდილობს, სულგაყიდულთა დახმარებით, უმრავლესობად იქცეს).
მაგრამ შიშს დიდი თვალები აქვს და როგორც ჩანს, ძალიან ბევრს ეშინია ლევან ვასაძისა და მის თანამოაზრეთა მოსვლისა პოლიტიკაში! ეტყობა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთობ კომფორტულად გრძნობს თავს ამ გარემოში და სულაც არ ადარდებს, ეს უმცირესობა როგორ აგრესიულად უტევს და თანდათან ითრევს ჭაობში ქართულ ტრადიციულ ფასეულობებს (მათ შორის, მის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებულს)... როგორ აშანტაჟებს ყველას, ვინც წინ აღუდგება!
არ გახსოვთ, როგორ ემუქრებოდნენ მომღერლებსა და მსახიობებს, - ვინც საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, დიდ პრობლემებს შევუქმნით და კარიერას გავუფუჭებთ - გაიხსენეთ, რა ვუქენით ცნობილ საოპერო მომღერალ თამარ ივერს, რომელმაც ჩვენი წინა აქცია დაგმო: მთელ ევროპაში ჩავუშალეთ კონცერტები და მასთან კონტრაქტები გავაუქმებინეთ თეატრებსო!..
არ გახსოვთ, რამდენს შეეშინდა და უარი განცხადა კონცერტში მონაწილეობაზე?!
ესენი კი სხედან აქ და ამტკიცებენ, არავითარი ლგბტ თემი არ არსებობს და საერთოდ ყურადღების ღირსიც არ არის ეს საკითხიო! - ეშმაკი რომ ამტკიცებს, ეშმაკი არ არსებობსო!..
ზოგიერთ სკოლაში რომ ჰომოსექსუალიზმის გაკვეთილები ტარდებოდა, თურმე (შეიძლება ახლაც ტარდება) და თინეიჯერებს ინსტრუქციას უტარებდნენ, როგორ უნდა დაემყარებინათ მამათმავლური სქესობრივი აქტი სხვა ბიჭუნებთან, ეს პრობლემა არ არის, ხომ?!
აბა, "თბილისი-პანორამაა" პრობლემა?!
გეი-აღლუმები რომ გეი-ქორწინებების წინა საფეხურია და მერე თქვენმა შვილებმა თუ შვილიშვილებმა (რომელთათვისაც თქვენ მშობელი#1 და მშობელი#2 იქნებით) ხვალ შეიძლება წვერ-ულვაშიანი რძალი დაგისვათ სახლში, ეს არ არის პრობლემა?!
აბა, "ოლიგარქი რომ ხეებს დაათრევს" , ისაა პრობლემა?!
კ ა ც ე ბ ს არ უძლებთ გული, თორემ ბევრნი ხართ ღირსი, სწორედ უმრავლესობად ქცეული უმცირესობის დიქტატით მართულ საქართველოში გალიოთ სიცოცხლე და უყუროთ საკუთარი შთამომავლობის სულიერ, ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ გადაგვარებას!..
სკოლას პატრონი არ ჰყავს!
მედია, მართლა ეშმაკს და ვირეშმაკოლოგებს ჩააბარეს…(თორემ, მედიის შესახებ კანონში მკაფიოდ უნდა იყოს ჩაწერილი, რა შეიძლება იყოს ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი და რა არა).
...და თქვენ, მართლა გგონიათ რომ რამდენი კაციც არ უნდა მივიდეს იქ და რამდენი, ამ საცვლებდაკარგულების საწინააღმდეგო დემონსტრაციაც არ უნდა ჩატარდეს,ეს საქმეს უშველის?!
ეს,დაახლოებით იმას ჰგავს, ვირუსშეყრილ ადამიანს რომ ვინმე სცემდეს,იმ იმედით, რომ ვირუსი ორგანიზმიდან გამოიდევნება.
კი ბატონო, ქართულ მიწაზე, არც მართლმადიდებლობის დაცვა უნდა გვჭირდებოდეს, ვიღაც დაფინანსებული ბნელებისაგან და არც, ტანგაჩაცმული ბიჭები არ უნდა დაკუნტრუშებდნენ ქუჩებში... ოღონდ, ამას კანონი უნდა არეგულირებდეს და არა, ადამიანთა ჯგუფები,რაოდენ კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ჰქონდეთ მათ.
მივიდნენ პარლამენტში, გააკეთონ კანონპროექტი, ამ კანონის მხარდასაჭერი აქცია გამართონ... ეს, მიზნისკენ მიგვიყვანს მაგრამ…- "მივალთ და ცხვირ-პირს დავულეწავთ" დამოკიდებულება,სად მიგვიყვანს?
ან, რამდენჯერ გვინდა ამ ცხვირ-პირის დანაყვა,ან თუნდაც ცივილიზებულად იმის ახსნა ,რომ თავიანთ საძინებლებში და საცვლებში დაეტიონ?!
ჰოდა, თუ ვასაძეს კეთილშობილური იდეები აქვს,რაშიც ამ შემთხვევაში მე ეჭვი არ შემაქვს... ნაციონალების სათამაშო თოჯინა რომ გამოვიდეს,ან ვინმემ ისე აღიქვას რომ რაღაც გარიგება შედგა ვიღაცასთან(რუსეთთან, როგორც მტკიცებს ბევრი…) , ამაზე თანახმაა???
არაა პოლიტიკა სათამაშო საქმე, შედეგებზე ფიქრი უნდა ყველაფერს.
სამაგიეროდ, ტაბურეტკიან და ჯიპებიან მღვდლებზე იმდენს ისაუბრებს თამარა ჩერგო რომ ბოლოს ბავშვებს და მოზარდებს საწყისი პრობლემა სექსუალური უმცირესობების თავგასულობა), არავის ემახსოვრება.
ასე იციან ვირეშმამაკოლოგებმა თემების წამოწევა და მსჯელობის საგნად ქცევა...
"ამას კანონი უნდა არეგულირებდეს და არა, ადამიანთა ჯგუფები... მივიდნენ პარლამენტში, გააკეთონ კანონპროექტი, ამ კანონის მხარდასაჭერი აქცია გამართონ... ეს, მიზნისკენ მიგვიყვანს მაგრამ…"
:)))
კი, როგორ არა!.. მეორე დღესვე დაამტკიცებს პარლამენტი!
არ იცით, რომ საქართველოს არავინ ეკითხება, რა კანონი უნდა მიიღოს?! თქვენ გგონიათ, "დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი" საკუთარი სურვილით მიიღეს?
ან სასამართლო აიღეთ, - "რუსთავი 2"-ს მფლობელმა რომ საჩივარი მიიტანა სტრასბურგში, უკან დაუბრუნეს - ჩვენ ამ ხასიათის დავებს არ განვიხილავთო! ხოლო როცა რამდენიმე წლის მერე ქართულმა სასამართლომ იმ მფლობელს მიაკუთვნა წართმეული კომპანია და ახლა ნაცებმა მიიტანეს საჩივარი იმავე სტრასბურგში, 2 საათში განიხილეს კიდეც და ვერდიქტიც გამოიტანეს - შეჩერდეს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაო!!!
კანონებს იღებს ვენეციის კომისია, სასამართლო გადაწყვეტილებებს - სტრასბურგი, ვისთან ვიმეგობროთ, ამას ჩვენი დასავლელი მეგობრები წყვეტენ, ხოლო ჩვენ კი უფლება დაგვიტოვეს, როცა გვინდა, მაშინ ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!