ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, არგენტინის ნაკრების კოლუმბიასთან წაგების შემდეგ (0:2), ჟურნალისტებთან თავისი აღშფოთება ვერ დამალა.
„ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, ტონგას ნაკრებიც კი მოგვიგებს. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელსაც თაობიდან თაობამდე ვაყალიბებდით. და რა დარჩა დღეს იქიდან? აღარაფერი. რას ნიშნავს არგენტინის ნაკრების მაისურა? თქვენ შეურაცხყოფთ მას.“ - უთხრა მარადონამ TyC Sports-ს.