საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ ითამაშებს. ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდთან ბექამ 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბის გვერდზე გავრცელდა.
ქართველი სპორტსმენი აქამდე „დელტეკოში“ ასპარეზობდა, სადაც 32 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 11.2 ქულას და 5.8 მოხსნას აგროვებდა.