ღამის მოვლა: რა და როგორ გამოვიყენოთ ძილის წინ

ღამის მოვლა: რა და როგორ გამოვიყენოთ ძილის წინ

იცით როგორ დაისვენოთ ღამით სწორად? ახალგაზრდული სილამაზისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღისით თქვენი კანი დაძაბულ რიტმშია, ითმენს ემოციებს, სახეზე მუდმივ შეხებას, ტემპერატურის ცვლილებებს და სხვა. ამიტომაც, დღის მოვლის მთავარი სინონიმი „დატენიანება და დაცვა“ ხდება. ღამე - სულ სხვა საქმეა. დღის ბნელ დროს ინტენსიური აღდგენა უნდა მოხდეს. იმის მიხედვით, თუ როგორ გაუწევთ ამ პროცესს ორგანიზებას, მეორე დილით შესაფერის შედეგს მიიღებთ.

წესი N1: რელაქსაცია და ესენცია

გააკეთეთ ძილის წინ ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ბევრმა ბრენდმა შეიმუშავა სპეციალური რიტუალები, რომლებიც არამხოლოდ ფსიქო-ემოციური მოდუნებისკენაა მიმართული, არამედ კანის გაუმჯობესებისკენ. როგორც წესი, დაბანის შემდეგ ხელისგულებს შორის რამდენიმე წვეთი არომა-ზეთი ან ესენცია უნდა წაისვათ და რამდენიმე ღრმა შესუნთქვა გააკეთოთ. ეფექტის გაძლიერებისთვის კანზე თბილი პირსახოცის კომპრესი დაიდეთ. მათთვის, ვისაც ეთერულ ზეთებზე ალერგია აქვს, კომპრესის გამოყენება სუფთად, დანამატების გარეშეა რეკომენდირებული. ეს რიტუალი ეფექტურად ამზადებს კანს კრემის წასმისთვის.

წესი N2: ღამის კრემი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს უფრო და უფრო იშლება ზღვარი „დღიურის“ და „ღამის“ გაგებაში, ღამით უფრო მეტის ნება შეიძლება მივცეთ საკუთარ თავს, ვიდრე დღისით. ეს აღმდგენ და ანტი-ასაკობრივი კომპონენტების კონცენტრაციას ეხება. თამამად აირჩიეთ უფრო გაჯერებული კრემები და ყურადღებით წაიკითხეთ, რას აკეთებენ ისინი. ფასეული თვისებებია: უჯრედების რეგენერაცია, თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლა და კანის იმუნიტეტის გაზრდა.

არ დაგავიწყდეთ, რომ ღამის კრემი სახეზე მასაჟური მოძრაობებით წაისვათ დაძინებამდე 1 საათით ადრე: წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი სასარგებლო ბალიშს შეხვდება.

წესი N3: ზეთი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური საშუალება ზეთია. ის დღეს ნებისმიერი რამისთვისაა განკუთვნილი: თმისთვის, სახისთვის, აბაზანებისთვის.... პირველ რიგში, ზეთი კომფორტულ შეგრძნებებს გვანიჭებს, მეორე რიგში ამშვიდებს, არბილებს და კვებავს. კანის მოვლისას ისინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დამოუკიდებლად, ისე ნებისმიერ კრემში დამატებით. განსაკუთრებით კარგად მუშაობს ფრენების ან სტრესის დროს. შეგიძლიათ ღამით თმაზე ნიღბის სახითაც დაიდოთ - დილას მიღებული შედეგი ამად ღირს. როცა თავს დაიბანთ და თმას შეიკრავთ, ის იბრწყინებს და ჯანსაღ იერს მიიღებს.

წესი N4: ხელებისა და ფეხების მოვლა

თუ დღის განმავლობაში ხელის კრემი გავიწყდებათ, საღამოს მისი წასმა აუცილებელია. არსებობს ხერხი, რომელიც თქვენი ხელების მოვლას უფრო ეფექტურს გახდის. მას შემდეგ, რაც თქვენი სახე, სხეული და თმა თქვენ ყურადღებას მიიღებს, ძილისთვის მოსამზადებელი პროცედურის უკანასკნელ ნაწილზე უნდა გადახვიდეთ. წაისვით ხელებზე კრემი მსხვილ ფენად. დაიცადეთ რამდენიმე წუთი და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები, რათა ხელებმა პროდუქტი უფრო მეტად შეიწოვონ. შეგიძლიათ იგივე ფეხებზეც გააკეთოთ.