მსოფლიოში მამების საერთაშორისო დღეს დიდი მოლოდინით და სიხარულით აღნიშნავენ. მამიკოები ცდილობენ ეს დღე შვილებს დაუთმონ და მათთან ერთად გაატარონ, ხოლო შვილები მშობლებს საჩუქრებით ანებივრებენ. ამ დღის დადგომას ვარსკლავებისთვისაც არ ჩაუვლია უკვალოდ.
ბრედლი კუპერმა ირინა შეიკთან განქორწინების შემდეგ, მამის დღე პატარა ქალიშვილთან, ლეასთან ერთად მარტომ გაატარა.
ვარსკლავი პაპარაცებმა ლოს-ანჯელეში იმ დროს დააფიქსირეს, როცა ის ბორტზე იმყოფებოდა და პირად თვითფრინავში ჩასაჯდომად ლეასთან ერთად ემზადებოდა.