მოსკოვის „სპარტაკმა“ 2019-2020 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. „სახალხო გუნდის“ ვებგვერდის ცნობით, დღეს პირველი ვარჯიში გაიმართა და ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ საწვრთნელ პროცესში ჯანო ანანიძეც მონაწილეობდა.
შესაბამისად, ქართველი ნახევარმცველი „სპარტაკში“ დაბრუნდა. 26 წლის ფეხბურთელმა 2018-2019 წლების სეზონის მეორე ნახევარი სამარის „კრილია სოვეტოვში“ იჯარით გაატარა, რომელსაც ვადა გაუვიდა და მოსკოვში დაბრუნდა.
„კრილიას“ მაისურით ქართველმა შემტევმა 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (2 მარტს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“).
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია აპირებს თუ არა ჩვენებური ზაფხულში გუნდის შეცვლას. ჯანოს „სპარტაკთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.