მაურისიო სარიმ ლონდონის "ჩელსი" დატოვა და ტურინის "იუვენტუსთან" სამწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC წერს, 60 წლის სარი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს აიღებს. "იუვენტუსში" სარი იტალიელ მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელმაც კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.