დღეს საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ფიჯის დაუპირისპირდება. გამარჯვებული გუნდი მომავალ ჩემპიონატზე ასპარეზობას შეძლებს.
დამარცხებულს კი, შესაძლოა, დარჩენის შანსი აღარ მიეცეს. 22 ივნისს დამარცხებული გუნდი მე-11 ადგილისთვის ითამაშებს, თუმცა მე-9 ადგილის ნახევარფინალში შოტლანდია იტალიას ეთამაშება.
იტალია გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და ის „ალაფაზე“ არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება. თუმცა, თუ ამ წყვილში იტალია გაიმარჯვებს, შოტლანდია ჩვენსა და ფიჯის შორის წაგებულ გუნდს სწორედ დარჩენისთვის შეხვდება.
შეგახსენებთ მიმდინარე ჩემპიონატზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფურ ეტაპზე ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან წააგეს. შოტლანდიას 17:12 სძლიეს.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.