პარასკევს, 14 ივნისს, 83 წლის ფრანგი მსახიობი ალენ დელონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას HuffPost-ის ფრანგული გამოცემა ავრცელებს.
დელონის ნათესავების განცხადებით, მსახიობს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
AFP-ის მიხედვით, სიმპტომები გულის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია, თუმცა გამოცემის წყაროს მიხედვით, მსახიობს "ყველაფერი კარგად აქვს" და საავადმყოფოს მალე დატოვებს.
წელს, კანის 72-ე კინოფესტივალზე, დელონმა, კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის, საპატიო პალმის რტო მიიღო. ონლაინ-პეტიციას, რომელიც დელონს ჰომოფობიასა და ძალადობაში ადანაშაულებდა და მისთვის ჯილდოს გადაცემას აპროტესტებდა, 29 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.