ჰუმელსი შესაძლოა

ჰუმელსი შესაძლოა "დორტმუნდში" დაბრუნდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი მატს ჰუმელსი შესაძლოა „დორტმუნდში“ დაბრუნდეს. Bild-ის ცნობით, „ყვითლებმა“ „რეკორდმაისტერთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს, თუმცა შესაძლოა ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

30 წლის ჰუმელსს გასული სეზონი არცთუ წარმატებული ჰქონდა და ხშირად ტრავმირებული იყო. ამიტომაც, ბუნდესლიგაში მხოლოდ 21 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ნიშანდობლივია, რომ ჰუმელსი „დორტმუნდში“ მაღალ დონეზე თამაშობდა და „ბაიერნში“ 2016 წლის ზაფხულში გადაბარგდა.