კასორლამ

კასორლამ "ვილიარეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანტი კასორლამ "ვილიარეალთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კასორლა ესპანეთში ლონდონის "არსენალში" გატარებული ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდა. გასულ სეზონში სანტიმ 46 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და თერთმეტი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შედეგიანი თამაშის წყალობით, კასორლა ნაკრებში 2015 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს და ფარერებთან ევრო 2020-ის შესარჩევის მატჩში მონაწილეობა მიიღო.