რონალდუ „გაუპატიურების საქმეზე“ სასამართლოში დაიბარეს

რონალდუ „გაუპატიურების საქმეზე“ სასამართლოში დაიბარეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აშშ-ის მოქალაქის კეტრინ მაიორგას „გაუპატიურების საქმეზე“ სასამართლოში დაიბარეს. მაიორგმა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოს მიმართა, მას შემდეგ რაც სარჩელი ლას-ბერაცას სასამართლოდან გამოიტანა.

5 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ, რომელიც პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, სასამართლოდან სარჩელი გაიტანა. ამის შესახებ Bლოომბერგ-ი წერს.

2017 წელს, გერმანულმა Spiegel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, რონალდუმ კეტრინ მაიორგა ლას-ვეგასში გააუპატიურა, მოგვიანებით კი დუმილის სანაცვლოდ, მას 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

2018 წლის 28 სექტემბერს Spiegel-მა ისევ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც მკითხველს 34 წლის კეტრინ მაიორგას, მისი ისტორიის და ტრავმის შესახებ უამბო.

რონალდუმ გოგოს განცხადებებს ტყუილი უწოდა: „მას ჩემი სახელის გამოყენებით სურს, რომ ცნობილი გახდეს. ასეთი სიტუაციები ჩემი სამსახურის შემადგენელი ნაწილია“, - ამბობდა ფეხბურთელი.