Disney „ჩიპი და დეილის“ რიმეიქს გადაიღებს

Disney „ჩიპი და დეილის“ რიმეიქს გადაიღებს

სტუდია Disney მულტფილმ „ჩიპი და დეილის“ რიმეიქს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ამ დროისთვის 39 სერიის გადაღება არის დაგეგმილი. თითოეული ეპიზოდი 7 წუთს გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მულტფილმის ახალ ვერსიაში თანამედროვე სიუჟეტები იქნება გამოყენებული, თუმცა ანიმაციის სტილისტიკა ტრადიციული დარჩება.

Disney-ს ოფიციალურ საიტზე მულტფილმის ახალი ვარიანტის პრომოკადრია წარმოდგენილი.

მულტფილმზე მუშაობაში ჩაერთვება ფრანგული კომპანია Xilam-იც, რომელიც საბავშვო და საოჯახო კონტენტზე მუშაობს.

სავარაუდოდ, ახალი მულტსერიალი სტრიმინგ-სერვის Disney+-ზე 2019 წლის ბოლოს გამოვა.