54 წლის ასაკში სერიალ „ველური ვარდის“ მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ებრძოდა. სერიალ „ველურ ვარდში“ გონსალესი ლეონელა ვილიარეალის როლს ასრულებს.
ტელემაყურებლები ედიტ გონსალესს ასევე სერიალებიდან „მდიდრებიც ტირიან“ და „ველური გული“ იცნობენ.