ედენ აზარს მადრიდში შთამბეჭდავი დახვედრა მოუწყვეს. ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენის ცერემონია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა, რომელსაც 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.
სამეფო გუნდმა „ჩელსის „ბელგიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადა. ფეხბურთელთან 5- წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, გასამრჯელოს სახით კი წელიწადში 22.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი კარიერას მადრიდის „რეალში“ გადავიდა. მანამდე აზარი ლონდონურ კლუბში 2012 წელს ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა. „ჩელსის“ რიგებში ის ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა.