მედია: დიბალას „იუვენტუსიდან“ წასვლა სურს

მედია: დიბალას „იუვენტუსიდან“ წასვლა სურს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ტურინულ კლუბს სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე დატოვებს. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსში“ კრიშტიანუ რონალდუს გადასვლის შემდეგ დიბალა თავს შევიწროვებულად გრძნობს და საკუთარი როლით უკმაყოფილოა.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა ტურინელთა მაისურით 42 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.