ინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის 2019/2020 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. ჩემპიონატი 9 აგვისტოს, "ლივერპული" - "ნორვიჩის" შეხვედრით გაიხსნება და 17 მაისს დასრულდება. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
გულშემატკივარი პირველივე ტურში გრანდების დაპირისპირებას იხილავს - 11 აგვისტოს, "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს.
გასულ სეზონში ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" გახდა და მასთან ერთად წელს ამ ქვეყანას ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპული", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" წარადგენს. "კარდიფი", "ფულჰემი" და "ჰადერსფილდი" კი ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ და მათ "ნორვიჩი", "შეფილდ იუნაიტედი" და "ასტონ ვილა" ჩაანაცვლებს.