ვენის საერთაშორისო აეროპორტს ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის, ნიკი ლაუდას სახელი მიენიჭება.
როგორც Austrian Wings-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ამ წინადადებით ქვეყნის მთავრობას ავსტრიის ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ნორბერტ ჰოფერმა მიმართა და მისმა იდეამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
ლაუდა 21 მაისს 71 წლისა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. დღეისთვის ფორმულა 1-ის კალენდარში ორი ისეთი ტრასაა, რომელიც ყოფილი პილოტის სახელს ატარებს - მონრეალის ავტოდრომი ჟილ ვილნევის, მეხიკოს კი ძმები როდრიგესების სახელობისაა. აეროპორტისთვის კი აქამდე ისტორიაში ავტომრბოლელის სახელი არასოდეს მიუნიჭებიათ.