მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემდეგი მეტოქე ცნობილია. უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9 ადგილისთვის მატჩში ფიჯის ნაკრებს შეერკინებიან.
არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფში 3 შეხვედრა ჩაატარა. ჯერ ახალ ზელანდიასთან დამარცხდა, შემდეგ სამხრეთ აფრიკასთან წააგო, ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში კი შოტლანდიას 17:12 სძლა.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.