რინგო სტარი საგასტროლო ტურნეს აგრძელებს

რინგო სტარი საგასტროლო ტურნეს აგრძელებს

მუსიკალური გამოცემა „Rolling Stone”-ის ინფორმაციით, ცნობილი ბრიტანელი მედოლე რინგო სტარი მსოფლიო საგასტროლო ტურნეს აგრძელებს.

ცნობილი გახდა მუსიკოსისა და მისი ჯგუფის „All – Starr Band”-ის 2013 წლის ღონისძიებების გრაფიკი.

მომავალ წელს ჯგუფი გასტროლებს ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და იაპონიაში დაიწყებს.

7 თებერვალს რინგო სტარს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩერში ვიხილავთ, 9 თებერვალს მუსიკოსები ქალაქ ოკლენდში გამოვლენ.

ამის შემდეგ ცნობილი მედოლე და მისი ჯგუფი იაპონიაში გადაბარგდება და 26 თებერვალს ტოკიოს „Zepp Arena”-ზე მორიგ კონცერტს ჩაატარებს.

„ამომავალი მზის“ ქვეყანაში მუსიკოსები კიდევ ორ ღონისძიებას ჩაატარებენ.

27 თებერვალს თაყვანისმცემლებს ქალაქ ნაგოიაში წარუდგებიან, პირველ მარტს კი იაპონელებს ოსაკაში დაგეგმილი კონცერტით დაემშვიდობებიან.

ჯგუფი „All Star – Band”-ის პრეს-სამსახურის ცნობით, 2013 წელს ავსტრალიაში დაგეგმილი კონცერტების თარიღი მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.