ტურინის „იუვენტუსი“ იტალიელი მასიმილიანო ალეგრის ერთ-ერთ შემცვლელად „მანჩესტერ სიტის“ თავკაცს პეპ გვარდიოლას განიხილავდა.
Eurosport-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ გვარდიოლას წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა კატალონიელმა მწვრთნელმა „იუვენტუსის“ წინადადებას უარით უპასუხა.
ალეგრიმ „იუვენტუსი“ მაისის ბოლოს დატოვა. ის კლუბში 2014 წლიდან მუშაობდა და ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.
გვარდიოლამ განვლილ სეზონში „სიტისთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ეს მისთვის პრემიერლიგის მეორე ჩემპიონობა აღმოჩნდა. მანამდე გვარდიოლა მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ მუშაობდა, სადაც 3-3-ჯერ შეძლო გერმანიისა და ესპანეთის ჩემპიონატების მოგება.
რაც შეეხება „იუვენტუსის“ ახალ თავკაცს, მედიის ინფორმაციით, მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ამჟამად მაურიციო სარია.