ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზი ორთაბრძოლაში გამოიწვია. 25 წლის მომღერალმა თვითერზე პოსტი გამოაქვეყნა და 56 წლის მსახიობს შემდეგნაირად მიმართა:
„მინდა, რომ ტომ კრუზი ოქტაგონზე საბრძოლველად გამოვიწვიო. ტომ! თუ შენ არ დათანხმდები ორთაბრძოლას, ჩავთვლი, რომ ჩემი შეგეშინდა და ეს შენი ცხოვრების ძალიან დიდი სირცხვილი იქნება“.
შემსრულებლის უცაბედი გამოწვევით საზოგადოება განცვიფრდა, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც ჯასტინმა ორთაბრძოლის წამყვანად UFC-ის პრეზიდენტი, დანა უაითი მონიშნა.