ტონი პარკერი კარიერას ასრულებს

ტონი პარკერი კარიერას ასრულებს

ცნობილმა კალათბურთელმა ტონი პარკერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 37 წლის ფრანგმა სპორტსმენმა NBA-ში 18 სეზონი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ჩემპიონის ტიტული 4-ჯერ მოიპოვა.

„ემოციებით სავსე ვარ, თუმცა მე კალათბურთიდან მივდივარ. ეს არაჩვეულებრივი თავგადასავალი იყო. ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ NBA-სა და ეროვნულ ნაკრებში ასეთი დაუვიწყარი წუთები მელოდა", - წერს კალათბურთელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ტონი პარკერმა 17 სეზონი „სან-ანტონიო სპერსში“ გაატარა, გასულ წელს კი „შარლოტ ბობკეტსში“ გადავიდა.