ზოგიერთი ადამიანი კოღოების განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია და ამას თავისი მიზეზები აქვს. შესაძლოა, სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც კოღოებს იზიდავს, მაშინ როცა თქვენ გვერდით მყოფს არც კი იმჩნევენ.
ვნახოთ 5 მიზეზი, რის გამო კოღოები ხშირად გკბენენ.
მძიმედ სუნთქვა - ჭარბწონიანი ადამიანები და ორსულები ამოისუნთქავენ უფრო მეტ კარბონის დიოქსიდს, რაც კოღოებს იზიდავს.
ვარჯიში - კოღოებს უყვართ რძის მჟავა, რომელსაც ოფლი შეიცავს. ვარჯიშის დროს კი ოფლი გამოყოფა. დიდი ალბათობით ასეთ დროს კოღოების თავდასხმის ობიექტი ხდებით.
ლუდი - კვლევამ აჩვენა, რომ ლუდის მირთმევის დროს კოღოებს იზიდავთ და მათი თავდასხმის ობიექტი ხდებით.
სისხლი - ადამიანები, რომლებსაც I ჯგუფის სისხლი აქვთ უფრო მეტ კოღოებს იზიდავენ.
ორსულობა - მალარიის გადამტან კოღოებს ორსულები იზიდავენ, ამიტომაც მათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.