დე ლიხტი:

დე ლიხტი: "რონალდუმ "იუვენტუსში" გადასვლა მთხოვა"

"აიაქსისა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა მატის დე ლიხტმა განაცხადა, რომ პორტუგალიისა და ჰოლანდიის მატჩის შემდგომ მასთან კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და "იუვენტუსში" გადასვლა სთხოვა.

"რონალდუმ მითხრა, რომ "იუვენტუსში" გადავიდე. ამ კითხვის მერე მცირე შოკი მქონდა და მხოლოდ გამეღიმა. თავიდან არ ვიცოდი რა პასუხი უნდა გამეცა", თქვა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში პორტუგალიამ ჰოლანდიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა და ისტორიულ ტიტულს პირველი დაეუფლა.

რაც შეეხება მატის დე ლიხტს, "აიაქსი" ახალგაზრდა ფეხბურთელით დიდი თანხის გამომუშავებას გეგმავს და მის შესაძლო ტრანსფერს არაერთ გრანდთან აკავშირებენ. მათ შორის უცხოურ მედიაში ყველაზე ხშირად კატალონიის "ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენზე" იწერება.