მონტენეგროს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი კოსოვოს წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მონტენეგროს საფეხბურთო კავშირი იუწყება.
მონტენეგრო და კოსოვო ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ხვდებოდნენ. მატჩი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. ტუმბაკოვიჩის გარდა მატჩში მონაწილეობაზე უარი მისმა თანაშემწემ საშა იანკოვიჩმა და სერბული წარმოშობის ორმა ფეხბურთელმა - ფილიპ სტოიკოვიჩმა და მირკო ივანიჩმა განაცხადეს.
მონტენეგროს საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა მთავარი მწვრთნელის ნაბიჯს არაპროფესიონალური უწოდეს.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. 2010 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აღიარა. გაეროს 60 წევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს.