ნიკოლოზ ბასილაშვილი „მერსედესის თასზე“ ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი „მერსედესის თასზე“ ითამაშებს

როლან გაროსის ტურნირის დასრულების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი “მერსედესის თასზე” გავა.

ის შტუტგარტში მეოთხე ნომრად იქნება განთესილი და პირველ წრეს გამოტოვებს. მეორე რაუნდში ქართველის მეტოქე უნდა იყოს უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩსა და ესპანელ ხაიმე მუნარს შორის მოგებული.

მანამდე ბასილაშვილი წარუმატებლად გამოვიდა როლან გაროსზე. მან პირველივე წრეში წააგო არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსთან.