ანტუან გრიზმანი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

ანტუან გრიზმანი შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს

საფეხბურთო კლუბ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ (პსჟ) გადავიდეს. Goal.com-ის ცნობით, შესაძლოა პსჟ-მ ფორვარდით, თავდამსხმელი ედისონ კავანი ჩაანაცვლოს.

აქამდე გრიზმანის მთავარ პრეტენდენტად ესპანური კლუბი „ბარსელონა“ ითვლებოდა.

ანტუან გრიზმანმა მადრიდის „ატლეტიკოს“ დატოვების შესახებ 15 მაისს განაცხადა. კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ფრანგი თავდამსხმელი თავის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.