ბარაკ და მიშელ ობამები 6 ივნისს სპოტიფაისთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი პოდკასტების ბიზნესში უფრო ღრმად მიდიან.
სპოტიფაიში ამბობენ, რომ მათ და ობამების კუთვნილ კომპანიას, Higher Ground-ს შორის შეთანხმება შედგა. თანამშრომლობის შედეგად მომზადებული პოდკასტების სტრიმინგი კი ექსკლუზიურად მათ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
რამდენიმე თვის წინ, სპოტიფაიმ პოდკასტების მწარმოებელი კომპანიები, Gimlet Media Inc.-ი და Anchor-ი შეიძინა. იმავე დროს, კომპანიამ განაცხადა, რომ ეს იქნებოდა კომფორტული, საჭირო ინსტრუმენტებით შექმნილი პლატფორმა და ბაზა, შემდგომში სპოტიფაისთვის პოდკასტების მოსამზადებლად.
წინა წელს, ობამებმა და კომპანია Higher Ground-მა შეთანხმებას ნეტფლიქსთანაც მიაღწიეს.