ნაბახუსევის წვნიანი - სუპი, რომელიც

ნაბახუსევის წვნიანი - სუპი, რომელიც "მეორე დღეს" გაგაცოცხლებთ!

ეს დაუვიწყარი, პიკანტური, მომჟავო სუპი ნებისმიერი წვეულების მეორე დღეს ფორმაში მოგიყვანთ და გამოგაცოცხლებთ.

ინგრედიენტები

სტაფილო - 1 ცალი, დიდი

მარილი და პილპილი

ბრინჯი - 100 გ

კიტრის მწნილი - 5-7 ცალი, საშუალო ზომის

კარტოფილი - 2-3 ცალი

წყალი - 3 ლ

ქათმის ხორცი - 300 გ

ხახვი - 2 თავი

დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი

ტომატ-პასტა - გემოვნებით

მომზადების წესები

პირველ რიგში უნდა მოამზადოთ ბულიონი. ამისთვის გამოდგება ქათმის ნებისმიერი ნაჭერი ან თუნდაც ხერხემალი და სხვა საბულიონე ნაწილები. მაგრამ თუ გსურთ სწრაფად მოამზადოთ, შეგიძლიათ ფილე გამოიყენოთ. კარგად გარეცხეთ, დაჭერით, დაასხით წყალი და მოხარშეთ. ქაფი მოხადეთ, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20-25 წუთი. დააამატეთ დაფნის ფოთოლიც.

ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო კი გახეხეთ. მოშუშეთ ზეთში ერთად. დაჭერით კარტოფილი კუბებად, კიტრი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

კარტოფილი და ბრინჯი ჩაამატეთ ბულიონში მოსახარშად, კიტრი კი სტაფილოს დაამატეთ ტაფაზე. შუშეთ რამდენიმე წუთი, შედმეგ დაამატეთ ტომატი და ამოურიეთ. კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ.

თუ კარტოფილი უკვე მოხარშული და რბილია, ჩაამატეთ სუპს მოშუშული ბოსტნეული. წამოადუღეთ რამდენიმე წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.  დატოვეთ 20 წუთი თავდახურული, შემდეგ გადმოიღეთ თეფშებზე, სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ დაჭრილი კამა ან ოხრახუში, დაამატეთ არაჟანი და მიირთვით.