აზარი:

აზარი: "ჩელსი" ჩემი ოჯახია, მაგრამ "რეალი" ჩემი ოცნება იყო"

ლონდონის „ჩელსის“ ედენ აზარი დაემშვიდობა. ბელგიელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მისთვის ყველაზე რთულად მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ „რეალში“ თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

„ჩემმა მეგობრებმა „ჩელსიდან“ და ჩემი ოჯახის წევრებმა ახლა იციან, რომ „რეალში“ ვითამაშებ. არ არის საიდუმლო, რომ ეს ჩემი ოცნება ბავშვობიდან იყო.

„ჩელსის“ დატოვება ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება გახლდათ. მიყვარს ეს გუნდი და ყველა მომენტი, რომელიც მას უკავშირდება. აქ 21 წლის მივედი და ყველა თქვენგანის წყალობით გავიზარდე, გავხდი ბელგიის ნაკრების კაპიტანი. ბევრი განსაკუთრებული მომენტი იყო, ბაქოს ფინალი კი ციკლის დასახურად საუკეთესო საშუალება გამოდგა.

ვიმედოვნებ ჩემპიონთა ლიგაზე შეხვედრა მოგვიწევს და ერთმანეთს ისევ ვნახავთ. საუკეთესო გისურვებთ მომავალში, ჩემო მეგობრებო“, - დაწერა აზარმა.

შეგახსენებთ, ედენ აზარი „ჩელსის“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 353 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში 6 ტიტული მოიგო, მათ შორის, ორ-ორჯერ პრემიერლიგა და ევროპა ლიგა.

აზარმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა და 13 ივნისს ოფიციალურად წარადგენენ.