ბელგიელი ნახევარმცველის ედენ აზარის ტრანსფერი მადრიდის „რეალს“ ბონუსების გარეშე 100 მილიონი ევრო დაუჯდა.
BBC-ის ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, თუ ფეხბურთელი „რეალში“ წარმატებულად გამოვა ლონდონის „ჩელსი“ დამატებით 67 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია 7 ივნისს გავრცელდა.
2019 წლის 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რელმა“ ლონდონის „ჩელსისთან“ ედენ აზარის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას მიაღწია. The Telegraph-ის ცნობით, ტრანსფერის ფასი 99 მილიონ ევროს შეადგენდა.
აზარი ლონდონურ „ჩელსში“ კლუბში 2012 წელს ფრანგული „ლილიდან“ გადავიდა. „ჩელსის“ რიგებში ის ინგლისის ჩემპიონი ორჯერ გახდა.