მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დარწმუნებულია, რომ „ნერაძურიში“ წარმატებას მიაღწევს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მოუთმენლად ელოდება „ინტერი“ კუთვნილ პოზიციაზე დააბრუნოს.
„უნდა ვიმუშაო და თანაც ბევრი. ეს არის ის, რაც საჭიროა და რომელიც ჩემს სისხლშია. „ინტერმა“ დაამტკიცა, რომ სერიოზული ზრახვები აქვს, 8 სეზონია გუნდი პირველი ადგილისთვის ვერ იბრძვის, ამ სიტუაციის შეცვლა გუნდში უნდათ და მათ პროექტსაც ამიტომ დავთანხმდი.
რა თქმა უნდა, ნორმალურია მწვრთნელის რანგში სხვადასხვა გუნდებში მუშაობა. ერთი სული მაქვს „ინტერი“ დავაბრუნო იქ, სადაც იმსახურებს“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ინტერი“ ერთი კვირის წინ ჩაიბარა და გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.