მესი: „არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკაზე გამარჯვების პრეტენდენტი არ არის“

მესი: „არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკაზე გამარჯვების პრეტენდენტი არ არის“

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ივისში ბრაზილიაში გასამართ კოპა ამერიკაზე, მისი გუნდი გამარჯვების პრეტენდენტი არ იქნება.

„ჩვენ გამარჯვების პრეტენდენტები არ ვართ, როგორც ეს გასულ წლებში იყო. დიახ, იგივე მიზანი და განწყობა გვაქვს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. არგენტინის ნაკრებში ახლა თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. მე კი დღემდე ძალიან დაღლილი ვარ მორალურადაც და ფიზიკურადაც. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გავარდნის ბრალია.“ - უთხრა მესიმ TyCSport-ს.

კოპა ამერიკა 15 ივნისიდან 7 ივლისამდე გაიმართბა ბრაზილიაში. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის ნაკრები კოლუმბიის, პარაგვაისა და ყატარის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.